ახალი ამბები
უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებისგან სუმის ოლქი გაათავისუფლა
FaceBook
სუმის ოლქი სრულად თავისუფალია რუსი ოკუპანტებისგან - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

"რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებები, ეს მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას", - თქვა ჟივიცკიმ.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან  ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაძლოა, დანაღმული იყოს.

"არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო", - მიმართა მან რეგიონის მოსახლეობას.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე სრულად გაათავისუფლეს კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის ოლქები.

უკრაინაში 44 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
19 ივნისიდან, ჭიათურაში, მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას
აპირებენ.
11:27 / 16.06.2025
19 ივნისიდან, ჭიათურაში, მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
10:42 / 16.06.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.