ახალი ამბები
"პატივი მივაგეთ, პუტინის მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს"
FaceBook
ქუთაისში სანთლებით და ყვავილებით პატივი მიაგეს ბუჩაში წამებით მოკლული ადამიანების ხსოვნას.
თეთრ ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის ომი უკარაინაში და თქვეს, რომ რუსულმა ჯარმა ბუჩაში გენოციდი მოაწყო.

"პატივი მივაგეთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს უკრაინელ ხალხს!", - თქვეს აქციის მონაწილებმა.

რუსული ჯარი, მათ მიერ ალყაშემორტყმულ ბუჩაში, სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი იყო, მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. ადგილობრივები ყვებიან ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ათობით ფაქტზე.

უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
12:34 / 09.05.2024
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი
საპროტესტო აქცია გაიმართება. 
11:06 / 09.05.2024
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.