ახალი ამბები
"ტორპედოს" მეპატრონე მწვრთნელს აკრიტიკებს, მაგრამ კლუბიდან არ უშვებს
FaceBook
"ტორპედოს" ხელმძღვანელობა, გუნდის მთავარი მწვრთნელის მიერ პოსტიდან წასვლის შესახებ დაწერილ განცხადებას, ჯერჯერობით, ხელს არ აწერს.

"ტორპედოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, კლუბის მეპატრონემ დავით კერესელიძემ ღიად თქვა, რომ გია ცეცაძის მუშაობით უკმაყოფილოა და რომ მთავარი მწვრთნელი არც მოედანზე მომხდარი ინციდენტის დროს მოიქცა მართებულად.

საუბარია მოედანზე გულშემატკივრებსა და მთავარ მწვრთნელს შორის დაპირისპირებაზე, რის შემდეგაც გია ცეცაძემ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის მიუხედავად, დავით კერესელიძე ამბობს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება და მომხდარი არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ უნდა დაბრალდეს.

"ახლაც ვერ გამოვდივარ შოკიდან, არ მჯერა რომ ასეთი რამ მოხდა. განსაკუთრებით ის, რომ ეს მოხდა იმ ლოჟიდან, სადაც სხედან საზოგადოების პატივსაცემი წევრები. მე მთავარი მწვრთნელის პოზიციასაც არ ვამართლებ, მე არ მომწონს უშვერი სიტყვები მოედანზე. უკიდურესად შეძრწუნებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა. მე გეუბნებით, თუ გია ცეცაძე წავა კლუბიდან, ეს პროცესი მხოლოდ მისი შეცვლით არ დასრულდება", - თქვა კერესელიძემ.

ჩვენს შეკითხვაზე, წარუმატებელი მატჩებისა და გუნდში არსებული გამოწვევების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ ინვესტორმა უარი თქვას კლუბზე, დავით კერესელიძემ თქვა, რომ გამორიცხული არაფერია.

"ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი უნდა მოხდეს, რომ ჩვენ დავნებდეთ. ასე ადვილად არ დავნებდებით. ცეცაძის მოყვანის მთავარი მამოძრავებელი იყო სწორედ ის, რომ მას ყოველთვის აქვს "რომანტიკა" შემტევი, ლამაზი ფეხბურთის. ეს "რომანტიკა" ჯერ რომ ვერ ამართლებს, დავინახეთ. ჩვენ მერიასთან არ გვაქვს ხელშეკრულება დადებული, კლუბი არის ჩვენი საკუთრება, კლუბი გასხვისებულია და ჩვენ ვართ მესაკუთრე. სულელი უნდა ვიყო, რომ როცა კლუბს ამ მომენტში აქვს რვა მილიონზე მეტი ბიუჯეტი, ეს თანხა ნაგავში გადავყარო", - თქვა დავით კერესელიძემ.

პრესკონფერენციას გუნდის გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს უკმაყოფილება გია ცეცაძის მიმართ და თქვეს ისიც, რომ მასთან მუშაობა ფეხბურთელებსაც არ სურთ. თავად ცეცაძე მედიასთან არ გამოჩენილა.

ქუთაისის "ტორპედო" დავით კერესელიძემ გასული წლის სექტემბერში 577 017 ლარად აუქციონზე შეისყიდა. გია ცეცაძე კი გუნდის მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე კახა ჩხეტიანი შეცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.