ახალი ამბები
"უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით" - კობახიძე
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, საქართველოდან უკრაინაში რუსული საბრძოლო მასალების კონტრაბანდულად შესაძლო შეტანის შესახებ, აბსურდს უწოდებს.

უმრავლესობის ლიდერი ამ ინფორმაციის უკანაც "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს და ამბობს, რომ ეს არის იმ არჩევანის შედეგი, რაც უკრაინამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების თავის მთავრობაში დასაქმებით გააკეთა. მან დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა და თქვა, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი მათზეა.

"უკეთეს ამბავს შეგახსენებთ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. უკრაინამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ დანარჩენზე, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვერც ვერანაირ წყაროს, ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ, ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის აბსურდი",
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები უკრაინაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ და იქაც სიტუაციის "არევით" არიან დაკავებული.

"ჩვენ წლების მანძილზე ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან რევენ ვითარებას და ამ შემთხვევაში უკრაინაშიც მხოლოდ ამაში შეაქვთ წვლილი, არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ ისინი დღესაც არიან, მათ შორის სააკაშვილი ფორმალურად თუ არაფორმალურად, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელია. ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ მათი ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, უკრაინამ სხვა არჩევანი გააკეთა", - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინული მხარისგან  მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. აღნიშნულზე სუსმა დღეს განცხადება გაავრცელა.

უკრაინაში რუსული საბრძოლო მასალების საქართველოს გავლით შესაძლო შეტანაზე 4 აპრილს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.