ახალი ამბები
"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კლუბს ტოვებს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მის გადაწყვეტილებას წინ, სავარაუდოდ, კონფლიქტი უძღოდა, რასაც ადასტურებს კლუბის მიერ გავრცელებული განცხადება.

"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში
შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

რა მოხდა სინამდვილეში დეტალები ამის შესახებ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

გია ცეცაძე "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე კახა ჩხეტიანი შეცვალა, რომელიც კლუბიდან ხელმძღვანელობამ გაუშვა, მიზეზად კი გუნდის დაბალი შედეგები დასახელდა. თუმცა, ჩხეტიანის გულშემატკივრები აცხადებდნენ, რომ იგი კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯა.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის"  სახელით, საკრებულოში შესვლისთვის იბრძოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.