ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩასა და ირპენში ჩავიდა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ეწვია გათავისუფლებულ ბუჩას და ირპენს. 

ბუჩაში მოგზაურობისას, BBC-მ ჰკითხა ზელენსკის, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ შესაძლებელია რუსეთთან მშვიდობის განხილვა.

"დიახ, რადგან უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და სამხედრო ძალისხმევას", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული.

ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი გვამის დაწვას. აღმოჩენილია ძმათა სასაფლაოები.

უკრაინაში 40 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს“ უწოდებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.