ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ უკრაინელ ბავშვებს ბოტანიკურ ბაღში უმასპინძლა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ქალაქში მყოფ  უკრაინელ ბავშვებს  ბოტანიკურ  ბაღში უმასპინძლა, სადაც გასართობი ღონისძიება მოეწყო. 
იმერეთის მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა უკრაინელ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მათ მშობლებს კი,  სოლიდარობა გამოუცხდეს. 

"უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი გახდა იძულებული დროებით დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი მოეძებნა. ქუთაისმაც შეიფარა უკრაინის მოქალაქეები. განსაკუთრებულად რთულია ეს ვითარება ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია უკრაინელი ბავშვები ბოტანიკურ ბაღში და მათ ერთი ლამაზი, მხიარული დღე ვაჩუქე. იმედი მაქვს, ომი უკრაინაში მალე დასრულდება და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან", - თქვა  ქუთაისის მერმა  იოსებ ხახალეიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ  უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდამჭერი ტექსტი ქალაქის მერმა ომიდან მეოთხე დღეს გაავრცელა.

ადგილობრივ მთავრობაში ომის დაწყებიდან  ხუთდღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს დახმარებოდნენ უკრაინაში დამეგობრებულ ქალაქებს.

მერიაში პირველი მარტიდან დაიწყეს  უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების მოგროვებაც და შესაბამისი ფონდი შექმნაც. 

უკრაინა უკვე 39-ე დღეა რუსულ აგრესიას ებრძვის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.