ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 38- ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით რუსი აგრესორების 9 თავდასხმა მოიგერიეს.


უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 8 ტანკი, 44 ჯავშანტექნიკა, 16 ერთეული მანქანა და 10 საარტილერიო სისტემა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქალაქ ალჩევსკში ადგილობრივმა საავადმყოფომ სოფელ პოპასნას მახლობლად, საომარი მოქმედებების ზონიდან მიიღო, დაახლოებით 30 დაჭრილი ოკუპანტი კადიროველთა დაჯგუფებიდან.

მტრის მთლიანი საბრძოლო დანაკარგებია:

ცოცხალი ძალა - 17 800
ტანკი ‒ 631
საბრძოლო ჯავშანმანქანა ‒ 1776
საარტილერიო სისტემა - 317
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა - 54
თვითმფრინავი - 143
ვერტმფრენი - 134
მანქანის აღჭურვილობა - 1236
გემი - 7
საწვავის ავზი - 76
სპეცტექნიკა - 24

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსების მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა დაანგრიეს აეროდრომები ქალაქ პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქ სუმისა და სოფელ უროჟაინოეს მახლობლად ორი უკრაინული ვერტმფრენი მი-24 ჩამოაგდეს. ჰაერში ასევე განადგურდა 24 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის 67 სამხედრო ობიექტს დაარტყეს. მათ შორის: ორ სამეთაურო პუნქტს, სარაკეტო და საარტილერიო იარაღისა და საბრძოლო მასალის ორ საცავს, 9 საველე საარტილერიო იარაღს და ნაღმმტყორცნებს.

საერთო ჯამში, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, "სპეცოპერაციის" დაწყებიდან მათ გაანადგურეს:

124 უკრაინული თვითმფრინავი

84 შვეულმფრენი

381 უპილოტო საფრენი აპარატი

1882 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

203 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

786 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნები

1 764 ერთეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა

უკრაინაში 38 დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.