ახალი ამბები
წითელი ჯვარი მარიუპოლის ევაკუაციის გეგმაზე შეთანხმდა
FaceBook
წითელი ჯვარი მარიუპოლის ევაკუაციის გეგმაზე უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი დონის პირებთან შეთანხმდა.

ამის შესახებ The Guardian, Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

ეს იყო წინაპირობა, რომ წითელ ჯვარს დაეწყო ჰუმანიტარული მისია. 

"ჩვენ გვაქვს გადაადგილების ნებართვა დღეს და მივდივართ მარიუპოლისკენ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ოპერაცია დღეს დაიწყება", - თქვა ICRC-ის სპიკერმა ევან უოტსონმა. 

წითელი ჯვრის 3 მანქანით შემდგარი გუნდი, რომელშიც 9 თანამშრომელი იმყოფება, მიზნად ისახავს 54 უკრაინული ავტობუსისგან შემდგარი კოლონის, ქალაქში შეყვანას. 

ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება მოქალაქეების ევაკუაცია, მაგრამ ეს იქნება უკრაინაში.

თავად წითელ ჯვარს არ მიუღია ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ნებართვა.

მარიუპოლი ერთ თვეზე მეტია რუსი ოკუპანტების მიერ ალყაშია მოქცეული. ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება. ქალაქში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი საკვების, წყლის და მედიკამენტების გარეშე.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.