ახალი ამბები
ქუთაისში 33 სართულიანი სასტუმრო აშენდება
FaceBook

ქუთაისში, ბალახვანის უბანში, ყოფილი აკვაპარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "რედისონი" აშენდება.


სასტუმროს კომპანია NS STUDIO აშენებს. პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოები სამ თვეში უნდა დაიწყოს. კომპანიის დირექტორი ლუკა ჩაგანავა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება, რომელსაც ექნება 120 ნომერი, რესტორანი, ღია ბარი და სპა. ასევე,  შენობის ბოლო, 33-ე სართულზე  ღია აუზია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ყოფილ აკვაპარკს, ის დაინგრევა და ახალი აშენდება, რომელიც სასტუმროსგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს და მისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"სასტუმროს ჩვენ ვაშენებთ, კომპანია NS STUDIO. პროექტი უკვე მზადაა და მალე დაიწყება მშენებლობა. ეს იქნება "რედისონის" ბრენდის, 33 სართულიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. პროექტი სამწლიანია და ის 2025 წელს უნდა დასრულდეს", - ამბობს ლუკა ჩაგანავა.

სასტუმრო 4 200 კვ.მეტრ ფართობს მოიცავს. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაჯდეს პროექტი ქალაქის საერთო არქიტექტურაში.

"არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გულისხმობს ქალაქის ქაოტური განაშენიანების საფრთხეს. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენც ჩართული ვართ სამუშაო პროცესში, რათა ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ წინასწარ განისაზღვროს ყველა არსებული რისკი. საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ვფიქრობთ, ხელს არაფერი შეუშლის პროექტის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თავისი არქიტექტურითა და მშენებლობის ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოებრივ სივრცეებს, როგორიც არის დიდი აუზი და სავარჯიშო დარბაზი, ასევე რამდენიმე რესტორანი, რომელიც არა მარტო სასტუმროს მცხოვრებლებისთვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და რა თქმა უნდა, სასტუმროს მოცულობიდან გამომდინარე, დასაქმდება ბევრი ადგილობრივი", - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი სანდრო ბოჭორიშვილი.

სასტუმროს მშენებლობაში კომპანია  60 მილიონ ლარს დახარჯავს. 

ქუთაისში, სადგურის ქუჩა #1-ში, 4191 კვ.მ მიწის ფართობზე არსებული შენობა-ნაგებობა აუზებით, 2007 წლამდე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შემდეგ ქონება შპს "ევროპარკზე" გასხვისდა, რომელსაც 2019 წელს არსებული აუზები უნდა აღედგინა, თუმცა, დაპირება არ შესრულდა. მოგვიანებით, ტერიტორიის მესაკუთრედ შპს "აკვალენდი" ფიქსირდება, 2021 წელს კი მისი მფლობელი შპს "ნს სტუდიო NS STUDIO" გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.