ახალი ამბები
უკრაინის პროკურატურამ რუსი სამხედროების წინააღმდეგ 3457 საქმე აღძრა
FaceBook
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3457 სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

ამის შესახებ უკრაინის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერის გვერდზე წერს.

"ომის კანონების დარღვევა, ყველაზე უარესი არის მოქალაქეების მკვლელობა, მასობრივი ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა და წამება. შედეგები რუსეთისთვის კატასტროფული იქნება",
- წერს პოდოლიაკი.

უკრაინაში 36 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან მშვიდობიან მოქალაქეებს. დამიზნებით ესვრიან ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ცეცხლს უხსნიან პროდუქტების რიგში მყოფ ადამიანებს. კლავენ ოჯახის წვერებისა და ახლობლების დასაკრძალად თავშესაფრებიდან ამოსულებს, ცხრილავენ და იტაცებენ ჰუმანიტარულ ავტობუსებს, რუსი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების ათზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათი ნაწილი გარდაიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.