ახალი ამბები
ქუთაისში ღია საკალათბურთო მოედანი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ღია საკალათბურთო მოედანი მოეწყობა. ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.


მერის თქმით, სპორტულ მოედანს "გალფი" აშენებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"კომპანია "გალფი" აპირებს ღია კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედნის მშენებლობას. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ შევარჩიოთ ლოკაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება კალათბურთელების ხელშეწყობისთვის"
, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე იოსებ ხახალეიშვილმა.

რაც შეეხება კალათბურთის გუნდების დაფინანსების საკითხს, მერი ამბობს, რომ სპორტის ყველა სახეობაში თანხა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

"მესმის, რომ დაფინანსება სჭირდებათ გუნდებს, მაგრამ ყველა სპორტის სახეობა თანაბრად უნდა დავაფინანსოთ, არ უნდა იყოს ერთმანეთში გულისწყვეტა. ამიტომ, გრანდიოზული და დიდი დაფინანსება გარკვეული სპორტის სახეობების მიმართ არ იქნება ჩვენი მხრიდან მართებული და არც სხვა სპორტის მესვეურების მხრიდან სწორად აღქმული", - აღნიშნა მან.

კალათბურთის განვითარებისთვის, მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში 1 მილიონ 120 ათასი ლარია განსაზღვრული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.