ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
FaceBook
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.


თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიას ჩამოფრინდა. აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დავით გობეჯიშვილს მშობლიურ სახლში, ტყიბულში გადაასვენებენ.

დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. დავითი სოხუმიდან იყო დევნილი, იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში.

ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.