ახალი ამბები
გაერო რუსული სამხედრო დანაშაულების გამოძიებას იწყებს
FaceBook
რუსული სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ გადაწყვიტა შექმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია.


კომისია გამოიკვლევს და განიხილავს ყველა ბრალდებას უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კონტექსტში".

საგამოძიებო ჯგუფს ნორვეგიელი ერიკ მოსე უხელმძღვანელებს.

სამკაციან კომისიას დაევალა "შეაგროვოს, გააერთიანოს და გააანალიზოს მტკიცებულებები დარღვევებისა და ძალადობის შესახებ, მათ შორის გენდერული განზომილების ჩათვლით. სისტემატურად აღრიცხოს და შეინახოს ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მტკიცებულება, მათ შორის გასაუბრება, მოწმეთა ჩვენება და სასამართლო მასალა, თანმიმდევრულად. საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ნებისმიერი სამომავლო სამართლებრივი პროცესის გათვალისწინებით. ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა ფედერიკო ვილეგასმა მოითხოვა რეკომენდაციები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი კანდიდატების მოსაძებნად" - ნათქვამია გაეროს 30 მარტის განცხადებაში.

უკრაინაში ომის 36-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.