ახალი ამბები
მსოფლიოს ცნობილმა მომღერლებმა უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გამართეს
FaceBook
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები გაერთიანდნენ უკრაინელების დასახმარებლად და ბირმინგემში (ბრიტანეთი) უკრაინისთვის თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.


უკრაინის მხარდასაჭერად ორსაათიან კონცერტზე გამოვიდა მუსიკოსი ედ შირანი.

უკრაინას მხარდაჭერა ბრიტანელმა მომღერალმა პალომა ფეიტმაც გამოუცხადა. შემსრულებელმა ომის პირველივე დღეებიდან თავისი პოზიცია ღიად გამოთქვა და უკრაინელების მხარე დაიკავა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ტომ ოდელმა, კამილა კაბელომ, ემელი სანდემ, გრეგორი პორტერმა და სნოუ პატროლმა.

ბილი აილიში კონცერტს ვერ დაესწრო, თუმცა ონლაინ ჩაერთო და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღო უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამაც.

ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე მოხერხდა 14,7 მილიონი დოლარის შეგროვება. ეს თანხა უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

უკრაინაში 35-ე დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.