ახალი ამბები
"არც იფიქროს რომელიმე ქვეყანამ, რომ მოლაპარაკებები გავლენას მოახდენს სანქციების მოხსნაზე"
FaceBook
"უკრაინა გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს და არც კი იფიქროს რომელიმე ქვეყანამ, რომ ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნაზე" - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტული შედეგის მისაღწევად აუცილებელ პირობად მიიჩნევს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას და აცხადებს, რომ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე კომპრომისი არ იქნება.

"უკრაინა გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს რეალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. არ შეიძლება იყოს კომპრომისები სუვერენიტეტსა და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არც იქნება. ზოგიერთი ქვეყანა არც კი მოელოდეს, რომ გარკვეული მოლაპარაკებები გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნაზე. სანქციების საკითხი ვერ დადგება, სანამ ომი არ დასრულდება, სანამ არ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია და სანამ არ აღვადგენთ სამართლიანობას. პირიქით, სანქციები უნდა გამკაცრდეს. გააძლიერეთ ისინი ყოველკვირეულად და გააკეთეთ ეს არა მხოლოდ მედიის სათაურებისთვის, არამედ, ნამდვილი მშვიდობისთვის. ამის უზრუნველსაყოფად ექსპერტთა ჯგუფმა, როგორც უკრაინელმა, ისე საერთაშორისომ, უკვე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობის შეფასება", -
განაცხადა ზელენსკიმ.

29 მარტს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო სასახლეში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შედგა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა იმ წინადადებებზე ისაუბრეს, რაც შეხვედრის დროს რუსულ მხარეს წარუდგინეს.

უკრაინა ომის დასრულებას და შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფას რამდენიმე პუნქტად განიხილავს. უკრაინული მხარის უპირობო მოთხოვნაა ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთის ჯარის დაბრუნება 24 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე. რაც შეხება მომდევნო ეტაპს, ამ პროცესში უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვს. უკრაინულ მხარეს სურს, რომ შეიქმნას ნატოს ე.წ. მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმება, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობას კონკრეტული ქვეყნები აიღებენ. უკრაინამ უკვე დაასახელა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ის გარანტორად მოიაზრებს. ესენია: აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი და ისრაელი. უკრაინული მხარის თქმით, კონკრეტული ქვეყნებისგან თანხმობა უკვე მიღებულია. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ამგვარ შეთანხმებას გააფორმებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სამი დღის განმავლობაში არ მოგვარდება, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ, ცის დაკეტვის ჩათვლით. უკრაინა უარს არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ცალკე საკითხად წარმოადგინა უკრაინამ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა რუსეთს ყირიმთან დაკავშირებით წარუდგენს თავის წინადადებებს და მასზე მოლაპარაკებებისთვის 15 წლიან ვადას ტოვებს, თუმცა, იმ პირობით, რომ ამ დროის განმავლობაში არ იქნება საომარი მოქმედებები.

მოლაპარაკებას მოჰყვა პირველი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შესახებ განცხადება რუსეთის მხრიდან. შეხვედრის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების ნაწილს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაიყვანს, თუმცა, რუსეთის მიერ ამ პირობის შესრულების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები. შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ჯარების მხოლოდ გადაჯგუფება მოახდინოს და პოზიციები რეალურად არ დატოვოს.

უკრაინაში 35 დღეა ომი გრძელდება. რუსეთი სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს თავს 24 თებერვალს დაესხა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.