ახალი ამბები
„საქართველოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე წინასწარი კაპიტულაციაა“
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოში გააქტიურდა საუბრები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე.

ამ თემას მხოლოდ პრო-რუსულ ძალებად აღიარებული პოლიტიკოსები, პარტიები და დაჯგუფებები აჟღერებენ. მათი მტკიცებით, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ნეიტრალიტეტშია.

რას ნიშნავს ნეიტრალიტეტის გამოცხადება საქართველოსთვის, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მოკლედ განმარტავს.

"ჩვენს რეალობაში ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროში ნებაყოფლობით შესვლას და სხვას არაფერს. ეს იგივეა, რაც რუსეთის წინაშე წინასწარი კაპიტულაცია", - ამბობს დავით ზურაბიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ნეიტრალიტეტს აქვს სამართლებრივი ბარიერი, რომელიც მოცემულ რეალობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მის გამოცხადებას, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

"საბედნიეროდ ეს (ნეიტრალიტეტის გამოცხადება) ოფიციალურად ვერ მოხდება, რადგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, ანუ 113 ხმა პარლამენტში და ხელისუფლებამ რომც მოინდომოს, ამდენი ხმა არა აქვს", - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

ნეიტრალიტეტის შესაძლებლობას განიხილავს უკრაინაც, თუმცა, ის უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე საუბრობს, რაც ნიშნავს ნატოს მე-5 მუხლის მსგავს შეთანხმებას, რომელსაც უკრაინა გარანტორ ქვეყნებთან გააფორმებს. თავდასხმის შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები, რომლებშიც მოიაზრებიან: გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი, ვალდებულნი იქნებიან დახმარება გაუწიონ უკრაინას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.