ახალი ამბები
ქუთაისში აქციის მონაწილეები, რომლებიც საწვავზე გაზრდილ ფასს აპროტესტებდნენ, დააკავეს
FaceBook
ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეები, რომლებმაც საწვავზე ფასის გაზრდის გამო გზა გადაკეტეს, სამართალდამცავებმა დააკავეს.
მოქალაქეები მხარის გუბერნატორთან და მერთან ითხოვდნენ შეხვედრას, პარალელურად კი პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა გადაკეტეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის გათავისუფლება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, რამდენიმე პირი დააკავა.

"არ ვიცი რატომ წაიყვანეს, ჩვენ ვითხოვდით ქალაქის პირველი პირებისგან პასუხების მიღებას საწვავის ფასთან დაკავშირებით, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციიის მონაწილები, ასევე სამართალდამცველებიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პოლიციიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმროჩილებლობის გამო ორი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. 

ქუთაისში, დღეს საწვავზე ფასის მომატება  გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების  მოთხოვნაა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.