ახალი ამბები
"ენკამ" რიონის ხეობაში ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო
FaceBook
"ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ, რიონის ხეობაში ტექნიკის დემონტაჟი დაიწყო.

- ამის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ირმა ცქიტიშვილმა დაუდასტურა.

"დიახ, დავიწყეთ ტექნიკის დემონტაჟი", - ამბობენ კომპანიაში.

ამავდროულად, BM.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა.

კომპანია "ენკა რინიუებლზი" ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. სპეციალისტები, რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში დათმობილია სახელმწიფო ინტერესი.

კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განაცხადი. განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა. იმ დროიდან მოყოლებული, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩებოდა მძიმე ტექნიკა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.