ახალი ამბები
"შეწყვიტეთ მოქალაქეების ომით დაშინება" - 22 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა მთავრობას
FaceBook
საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მმართველ პარტიას მოუწოდებენ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება, მკაფიოდ გამოხატოს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინისადმი და დააფიქსიროს ერთგულება დასავლეთის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიმართ.

"მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის. "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოითხოვენ შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით.

განცხადებას შემდეგი ორგანიზაციები უერთდებიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ცენტრი "ემპათია"

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

ევროპის ფონდი

უფლებები საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ლიბერალური აკადემია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საფარი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.