ახალი ამბები
Anonymous-მა „ნესტლეს“ მონაცემთა ბაზა დაჰაკა
FaceBook
Anonymous-მა  მსოფლიოში უმსხვილეს კვების კომპანია „ნესტლეს“ მონაცემთა ბაზას შეუტია.

როგორც ცნობილია,  „ნესტლემ“ უარი თქვა რუსეთის ბაზრის დატოვებაზე, რის გამოც იგი ჰაკერთა ჯგუფის სამიზნე გახდა.

მანამდე, ანონიმმა ტვიტერში გამოაქვეყნა მესიჯი:

"მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, რომელიც აგრძელებს ოპერირებას რუსეთში, კრემლის კრიმინალური რეჟიმის ბიუჯეტში გადასახადების გადახდით, გავიდნენ რუსეთიდან! ჩვენ გაძლევთ 48 საათს, რომ დაფიქრდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იქნებით ჩვენი სამიზნე" - წერდა ანონიმუსი.

მოწოდებას თან ახლდა გრაფიკა, რომელიც ასახავდა ათობით პოტენციური სამიზნე კორპორაციის ლოგოებს, მათ შორის Burger King-ის, Citrix-ს, Nestle-სა და Subway-ს.

მათგან „ნესტლემ“ (საკვებისა და სასმელების გლობალური  მწარმოებელი)  როგორც ჩანს, ყველაზე მეტი აღშფოთება გამოიწვია ჰაკერთა ჯგუფში, რომელსაც ცალკე ტვიტი მიუძღვნეს.

"ნესტლე“, როცა (უკრაიანში) დაღუპულთა რიცხვი იზრდება, თქვენ გაგაფრთხილეს, მაგრამ დაარღვიეთ!  ანონიმი პასუხს აგებინებს ყველას დაუცველი ბავშვებისა და დედების მკვლელობისთვის"- წერდა ანონიმუსი.

მონაცემთა ბაზა, რომელშიც Anonymous-მა შეაღწია და გამოაქვეყნა, იკავებს 10 გბ-ს და შეიცავს "ნესტლეს" ელფოსტას, პაროლებს და ბიზნეს კლიენტების მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში „ნესტლემ“ გამოიწვია კრიტიკა აპარტეიდის ეპოქის სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობის გაგრძელებისთვის. რასისტული რეჟიმის გამო,  მაშინ მსოფლიომ ბოიკოტი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.