ახალი ამბები
უკრაინას ყოველ ერთ წამში 2 ლტოლვილი ტოვებს - გაერო
FaceBook
უკრაინაში ომის გამო 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა.

გაეროს მონაცემებით, ქვეყანას ყოველდღე 150 000 ადამიანი ტოვებს.

6250 ადამიანი - ყოველ საათში.

104 ადამიანი - ყოველ წუთში.

2 ადამიანი - ყოველ წამში.

გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. ეს უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია და მოიცავს დაახლოებით 6,5 მილიონ მამაკაცს, ქალს და ბავშვს.

IOM-ის მონაცემები აჩვენებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა 13,5 პროცენტს უკვე ჰქონდა დევნილობის გამოცდილება 2014 და 2015 წლებში, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა ყირიმის ანექსია მოახდინეს.

"გადაადგილებულთაგან ბევრი არის განსაკუთრებით დაუცველი, ორსული და მეძუძური ქალები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ადამიანები, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ძალადობას", - იტყობინება IOM.

დევნილთა 60 პროცენტზე მეტს ბავშვები ახლავს, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა 53 პროცენტზე მეტი ქალია.

უკრაინა-რუმინეთის საზღვარი 500-ზე მეტმა ბავშვმა მშობლების გარეშე გადაკვეთა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.