ახალი ამბები
"სანქციების მეხუთე ტალღით გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ამას მივეჩვიეთ" - ლავროვი
FaceBook
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უპრეცედენტო უწოდა, თუმცა, თქვა, რომ ეს მათ არ აშინებთ, რადგან შეჩვეული არიან.


უკრაინაში მიმდინარე ომზე, საგარეო ურთიერთობებსა და სანქციებზე ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანმა რუსულ ტელეარხ RT-ის ეთერში ისაუბრა.

"სასანქციო ზეწოლა გაგრძელდება, ახლა გვემუქრებიან მეხუთე ტალღით, მაგრამ ჩვენ ამას მივეჩვიეთ. ჩვენს წინააღმდეგ მანამდეც შემოიღეს სანქციები. გაიხსენეთ ჯექსონ ვენიკის შესწორება, რომელიც გააუქმეს, მაგრამ მაშინვე მიიღეს მაგნიტსკის კანონი და სანქციები, უბრალოდ, სხვა ფაზაში გადავიდა. ამის შემდეგ იყო სანქციების კიდევ ერთი სერია, რომ დავისაჯოთ, იმისთვის, რომ მხარი დავუჭირეთ რუსეთის კანონიერ მოთხოვნებს უკრაინაში, ყირიმსა და დონბასში. რაც შეეხება სანქციების ბოლო რაუნდს, ის მართლაც უპრეცედენტოა, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, ჩვენ ვართ სანქციების კუთხით ჩემპიონები. 5 ათასზე მეტი სხვადასხვა ამკრძალავი ღონისძიება დაწესდა რუსეთი წინააღმდეგ",
- განაცხადა სერგეი ლავრომა.

ლავროვი ირწმუნება, რომ მძიმე სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მაინც გადარჩება.

ინტერვიუში, რუსეთის პირველი დიპლომატი ასევე შეეხო გაეროში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას და თქვა, რომ რეზოლუციას, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა ზეწოლის გამო დაუჭირა მხარი.

"ჩემთვის ცნობილია კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული პირები, რომლებსაც დაემუქრნენ, ზოგს ბავშვებით, ზოგს ანგარიშებით. ეს არის ზეწოლა და ამორალური ქმედება", - აღნიშნა მან.

ლავროვი ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი არ უხურავს კარს დასავლეთს, თუმცა, მას სანდო პარტნიორად არ მიიჩნევს.

"ისინი ხურავენ კარს ჩვენს გარშემო. როცა აზრზე მოვლენ და თანამშრომლობის პროექტებს გახსნიან, გავითვალისწინებთ იმას, რაც გააკეთეს და რომ ისინი არ არიან ისეთი სანდო გრძელვადიანი პარტნიორები, როგორიც აქამდე გვეგონა", - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა უკრაინის ოლქების - ლუგანსკისა და დეონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. ომიდან რამდენიმე დღეში ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სანქცირებულია რუსი ოლიგარქები და მაღალჩინოსნები, მათ შორის არიან ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.