ახალი ამბები
კარვების დადგმა არ არის გამოსავალი - "ევროპა ჩვენი სახლია" უსახლკაროებზე
FaceBook
"გამოსავალი საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციებია."



არასამთავრობო ორგანიზაცია
"ევროპა ჩვენი სახლია" უსახლკაროებისთვის კარვების დადგმას ეხმაურება. "ევროპა ჩვენის სახლიას" წარმომადგენელის გია გოქაძის განმარტებით, უსახლაკაროებისთვის კარვების დადგმა არ არის  გამოსავალი.

" გამოსავალი საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციებია, რაც დასაქმებულთა რაოდენობას და ცხოვრების დონეს გაზრდის, რაზეც აქამდე უნდა ეზრუნა მურღულიას და მთლიანად ოცნებას, უკვე გვიანია.
ქუთაისის მერიამ 24 500 ლარად ოთხი კარავი შეიძინა. რისთვის არის საჭირო 4 კარავი, გასაგებია რომ კომუნისტური აზროვნების ზრდასთან ერთად ბიუროკრატიაც იზრდება და იქნებ ქალაქის მთავარი დამსაქმებელი –მერია მის სტრუქტურებში დასაქმებულ თანამშრომლებს ვეღარ იტევს, მაგრამ 4 კარავი არ ეყოფა ამ საქმეს.
რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა რიცხვი შემცირებულიყო და როგორც ოცნება ამბობდა, მათ ღირსეულად ეცხოვრათ?
რა გაკეთდა ქუთაისში ამისთვის?ქალაქს შეძლებული ადამიანები ტოვებენ, ღარიბების ფენა მზარდია", - განმრტავენ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელები.
უსახლკაროებისთვის კარვების დადგმის საკითხს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩიც" გამოეხმაურა.




Print