ახალი ამბები
"ყოველი მოკლულისა და დასახიჩრებულისთვის შურს ვიძიებთ "- უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
FaceBook
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის ბოლო დღეებში რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან, რაც მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმით აისახება.

უწყების ცნობით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტები, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის საკვების დარიგებით პოზიტიური სურათის შექმნას ცდილობენ, პარალელურად კი, აქტიურად ეძებენ და აკავებენ პრო-უკრაინელ აქტივისტებს, სახელმწიფო მოხელეებს, ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში ჩართულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, აკავებენ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა დანაშაულზე ოკუპანტები პასუხს აგებენ.

"რუსული რაკეტისგან ერთი ქალი დაიღუპა, ერთი მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა და ჯერ ვერ იპოვეს. ამას თვითმხილველები ჰყვებიან. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რუსი ფაშისტების უამრავი დანაშაულებისა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებზეც პასუხს აგებენ ჰააგაში. ყოველი მოკლულისა და დასახიჩრებულისთვის შურს ვიძიებთ ჩვენს მიწაზე, თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. მტერი დაისჯება, ჩვენ არ ვაპატიებთ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყება გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის მხარის დანაკარგებზეც ავრცელებს ინფორმაციას. სამინისტროს ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ნაწილობრივ გაანადგურეს და შეაჩერეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინსვლა.

"საზენიტო სარაკეტო ჯარებმა და ავიაციამ მტრის 14 საჰაერო სამიზნე, 7 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 3 UAV და 3 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - წერს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგი ასეთია:

დაღუპული ცოცხალი ძალა - დაახლოებით 14 200;

ტანკი ‒ 450;

საბრძოლო ჯავშან მანქანა ‒ 1448 ;

საარტილერიო სისტემები - 205;

ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა - 43;

თვითმფრინავები - 93;

ვერტმფრენი - 112;

მანქანა - 879;

გემი /ნავი - 3;

საწვავის ავზი - 60;

სპეციალური აღჭურვილობა - 11.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.