ახალი ამბები
The New York Times - უკრაინაში 7000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული
FaceBook
The New York Times იტყობინება, რომ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 7000-ს გადააჭარბა.

გამოცემა ამის შესახებ აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

"ამერიკული დაზვერვის შეფასებით, 7000-ზე მეტი რუსული ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს რიცხვი აღემატება იმ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოკლეს ერაყსა და ავღანეთში ერთად"
- წერს გამოცემა.

უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის მიმართვის დროს, ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.