ახალი ამბები
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
FaceBook
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, გაგრილების სისტემა კვლავ საშტატო რეჟიმში იმუშავებს სარეზერვო კვების წყაროდან.

"ომის აგრესიის პირობებში, ბირთვული უსაფრთხოების გმირობით უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, გაეროს, ეუთოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახალა უკიდურესად მნიშვნელოვანია მტრის იძულება, დატოვოს ატომური ელექტროსადგური და დაწესდეს 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ენერგეტიკის ობიექტების გარშემო",- განაცხადა გარუშენკომ

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში სარემონტო სამუშაოები 12 მარტს დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 9 მარტს განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის საჰაერო იერიშების გამო დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ასვე 4 მარტს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ჩერნობილი
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.