ახალი ამბები
დღეს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან
FaceBook
10 მარტს, უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები ერთმანეთს შეხვდებიან.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თურქეთში უკვე ჩავიდა.

შეხვედრა ანტალიაში, კიევის დროით 10:00 საათზე, საქართველოს დროით კი 12:00 საათზე დაიწყება.

მხარეებს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შესთავაზა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი პირდაპირი შეხვედრა იქნება.



უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

პარალელურ რეჟიმში, უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები, თუმცა, ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსული იერიშებისგან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.