ახალი ამბები
ქუთაისის მახლობლად, მუხნარის ტყე შეღობეს
FaceBook
ქუთაისთან ახლოს, მუხნარი, რომელსაც ადგილობრივები საღორიის ტყესაც უწოდებენ, შემოღობილია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დამცავი ღობე ხეების გადარჩენის მიზნით გაავლეს.

"მიმდინარეობს ტყის აღდგენის ღონისძიებები, განხორციელდა სანიტარული ჭრები, ტერიტორია გაიწმინდა და ჩატარდა სხვა საჭირო სამუშაოები. პერიმეტრი შემოვღობეთ, რომ საქონელმა არ დააზიანოს ახალდარგული ნარგავები"
, - ამბობენ სააგენტოში.

მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან დააზარალა ტყე.

"შემოღობვა არის ტყის გადარჩენის ერთ-ერთი გზა. ტყე საბჭოთა პერიოდშიც შემოღობილი იყო. იმდენად დაცული იყო, რომ შველიც კი ბინადრობდა. შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, რამდენიმე დღეში შემოხსნეს და მოიპარეს ღობე. საქონელი შედიოდა, აზიანებდა იქაურობას", - ამბობს გარემოს დაცვის სპეციალისტი თემურ კეპულაძე.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მუხნარის ტყეში სანიტარული და აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს მომზადდა 2 პროექტი 20,3 ჰა ფართობზე სამუშაოების ჩასატარებლად. მოჭრეს ხმელი და ხმობადი ხეები სანიტარული ჭრის წესის შესაბამისად, ასევე ჩატარდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

მუხნარის ტყეში, გადაღობილი ტერიტორიების იქით, მოსახლეობას შესვლა არ ეკრძალება, თუმცა, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით - ის, რაც არ დააზიანებს ბუნებას და ახალდარგულ ნარგავებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.