ახალი ამბები
რუსეთში ბანკებიდან 10 000 დოლარზე მეტს ვერ გაანაღდებენ
FaceBook
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, დასავლური ფინანსური სანქციების შემდეგ, უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დააწესა.

რუსული ბანკების იმ კლიენტებს, რომლებსაც ანგარიშზე თანხა დოლარის კუპიურაში აქვთ, მაქსიმუმ 10 000-ის გატანა შეუძლიათ, დარჩენილი თანხა კი მხოლოდ რუბლში დახურდავდება.

მაგალითად, თუ მომხმარებელი ბანკში 40 000 დოლარს ინახავს და მის ანგარიშიდან მოხსნას დააპირებს, მხოლოდ 10 000 დოლარს მისცემენ, დანარჩენ თანხას კი გაუფასურებული რუბლის კუპიურით გაიტანს.

შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე დარჩება. რუსულ ბანკებს, სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაედო.

უკრაინაში მეთოთხმეტე დღეა ომი მიმდინარეობს. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა რუსეთიდან გაზსა და ნავთობს აღარ იყიდის. მან, ვრცელი გამოსვლისას, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება დააანონსა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.