ახალი ამბები
ხარაგაულში ჩამოწოლილმა მეწყერმა რკინიგზაზე გამავალი ხიდი დააზიანა
FaceBook
ხარაგაულის სოფელ მარელისთან, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, რკინიგზაზე გამავალი საავტომობილო ხიდი დაზიანდა.

დაზიანდა რკინიგზის ლიანდაგიც. 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა  და არავინ დაშავებულა. 

"მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ამ დროისთვის მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება",
-  აცხადებენ საქართველოს რკინისგზის დეპარტამენტში. 

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მიმდებარე სოფლებში გადაადგილება ალტერნატიული გზით არის შესაძლებელი. 


Print