ახალი ამბები
გია თევდორაძე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინსპირირებული თეატრი
FaceBook
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სამი ახალგაზრდის: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ჩვენება დღეს სასამართლოს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ მისცა.

"ბრალდების მხარემ უნდა მიიღოს კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ბრალდებულები, ვფიქრობ უნდა მიეცეთ იმის საშუალება რომ დაფიქრდნენ რა ჩაიდინეს. განცდა იმისა, რომ არაფერი ჩაუდენიათ, ამ განცდით არ უნდა იყვნენ," - განაცხადა ჩვენების შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ.

"თუ მე დამნაშავე ვარ, ბოდიშს ვუხდი ყველა ქართველს ჩემი გადაჭარბებული ემოციის გამო" - აღნიშნა მირიან დეისაძემ.

მირიან დეისაძეს ასევე წაყენებული აქვს ბრალი, რომელიც მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, დეისაძის სიძის ცემის ფაქტს უკავშირდება. აღნიშნულ სხდომაზე ჩვენება, მირიან დეისაძის წინააღმდეგ, მისმა ყოფილმა სიძემ, ვლადიმერ შავგულიძემ მისცა.

დაკავებულების ოჯახის წევრები იმედოვნებენ რომ სასამართლო ახალგაზრდების განთავისუფლების გადაწყვეთილებას მიიღებს.

"ლორთქიფანიძეს ხელი აქვს მოწერილი, რომ ბიჭები იყვნენ განთავისუფლებულნი და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ რომ 29 დეკემბრისთვის ისინი განთავისუფლებულნი იქნებიან"-ამბობს კახა გაბუნიას მეუღლე, თამარ რიჟამაძე.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია თევდორაძემაც გააკეთა.

"იმ მარაზმს, რომელსაც სასამართლო პროცესი ქვია, კანონიერებასთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინსპირირებული თეატრი, სიტყვის სამართლიანობის, ნარსია, დეისძე, გაბუნიას წინააღმდეგ" - ამბობს გია თევდორაძე

მომდევნო პროცესი 25 დეკემბრისთვის დაინიშნა.


თეონა წითაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.