ახალი ამბები
ქუთაისის მერია უკრაინის დასახმარებლად 50 000 ლარს გამოყოფს
FaceBook
ქუთაისის მერია უკრაინის დასახმარებლად პუმანიტარულ აქციას იწყებს.
მერიამ ამ მიზნით საგანგებო ფონდი შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა. თავად ადგილობრივი თვითმმართველობის აქციაში მონაწილეობა 50 000 ლარით განისაზღვრება, რომელიც მერის 900 000 ლარიანი ფონდიდან გამოიყოფა.  

"ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე აქტიურ კავშირზეა იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ხარკოვის, ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს განისაზღვრა კონკრეტული საჭიროებები, როგორიცაა საველე ჰოსპიტლის აღჭურვილობა, მედიკამენტები, ბავშვის საკვები და ჰიგიენური ნივთები, ასევე სხვა ნივთები, რომელიც გამოადგებათ თავშესაფრებსა და ბრძოლის ველზე. ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა"
,  - წერია მერიის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში. 

უკვე დაწყებულია პროდუქციის შეგროვებაც, რომლის მიტანაც დახმარების მსურველებს ტურიზმის ცენტრში შეუძლიათ.

ფონდის ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკი :
GE04BG0000000533490747
თიბისი ბანკი:
GE52TB7508736080100010
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  უკრაინას სოლიდარობა მხოლოდ ომის მეოთხე დღეს გამოუცხადა, უკრაინის დროშა კი თეატრის შენობაზე თვითმმართველობამ ხუთდღიანი აქციების შემდეგ გამოფინა.

უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს აგრესორი რუსეთისგან თავდასხმებს. 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.