ახალი ამბები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს.

უკრაინის მხარდასაჭერი აქტი დეპუტატებმა ფრაქციის ოთახის ფანჯრიდან შეასრულეს. მათი თქმით, ქონდათ სურვილი, რომ დროშა მერიის აივნიდან გადმოეფინათ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირებას თავი აარიდეს.

"ეს არის შეშინებული ხელისუფლება, ხედავთ აქ მობილიზებულ სამართალდამცველებს, ამიტომ, ეს რომ არ ყოფილიყო დაპირისპირების მიზეზი, ფრაქციის ფანჯრიდან გადმოვფინეთ დროშა. ოთხი დღეა ქუთაისელები ქალაქის მერისგან ითხოვენ მხარდაჭერის გამოხატვას უკრაინის მისამართით და ის, რაც ვერ გაბედა მერმა, გავაკეთეთ ჩვენ"
, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

დეპუტატები კვლავ მოუწოდებენ ქუთაისის მერიას უკრაინის დროშის აივნიდან გადმოფენის შესაძლებლობა მიეცეთ.

ქუთაისის მერია უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ოთხი დღის შემდეგ გამოეხმაურა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გუშინ,  27 თებერვალს გამოუცხადა.

უკრაინა მეხუთე დღეა  იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.