ახალი ამბები
ქუთაისში ტყიბულის საბავშო ბაღის დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
FaceBook
ქუთაისის დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში საქველმოქმდეო გამოფენა გაიმართა.
ტყიბულის #5 საბავშვო ბაღის გადასარჩენად ქვეყნის 70 მხატვარი გაერთიანდა, რომელთა ნამუშევრებიც გამოიფინა გალერეაში.

აქციის ორგანიზატორის, ლუიზა ლაფერაძის განცხადებით, ტყიბულიში არსებული #5 საბავშვო ბაღი, რომელიც დღემდე საბჭოური ინვენტარითაა აღჭურვილი, უამრავი სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციის სახეა.

"საბავშვო ბაღი არის განათლების სისტემაში პირველი, ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, საიდანაც იწყება მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბება, მისი სოციალიზაცია. საბავშო ბაღში არსებული მდგომარეობა აისახება მცირეწლოვანი მოზარდების ფსიქიკაზე, სამუდამოდ აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში, ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას", - აღნშნავს ლუიზა ლაფერაძე.

საქველმოქმედო გამოფენას იმერეთის გუბერნატორიც დაესწრო. როგორც გივი ჭიჭნაძემ აღნიშნა, რეგიონში საბავშვო ბაღები ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა ყველა ბაღის რეაბილიტაცია ერთდოულად ვერ ხერხდება.

გამოფენა-გაყიდვაზე ამ დროისთვის არც ერთი ნახატი არ გაყიდულა.



ერთი ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ნიშნავს წელიწადში საშუალოდ 40 მცირეწლოვანი მოზარდისათვის პირობების გაუმჯობესებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.