ახალი ამბები
"ვგმობთ აგრესორს, დიდება უკრაინას" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
უკრაინის მხადამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისში.
ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა უკრაინას სოლიდარობა  გამოუცხადეს და დაგმეს რუსეთის აქცია. 

"დღეს მე არ მეგულება ნორმალური ადამიანი მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, ქუთაისშიც, ვინც არ აპროტესტებს იმას რაც ხდება უკრაინაში. ცხადია, ამ პროტესტმა გამოგვიყვანა ჩვენ ქუჩაში. ვგმობთ აგრესორს და ვდგევართ უკრაინელი ხალხის მიმართ", - აღნიშნეს  სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებმა. 

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას.

„ჩვენი დამცველები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ჩერნობილის კატასტროფა იყო უდიდესი ბირთვული კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

კატასტროფის გამო ბელარუსსა და უკრაინაში ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია აკრძალულ ზონადაა გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.