ახალი ამბები
"უკრაინელ ტურისტებს დავეხმარებით“ - საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტრებს დახმარებას სთავაზობს.

ასოციაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აცნობონ საქართველოში მყოფი იმ უკრაინელი ტურისტების შესახებ, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას.

„თუ არიან უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას და ფიქრობთ, რომ სჭირდებათ დახმარება, გთხოვთ მოიწეროთ აქ, ვის რა საჭიროებები გააჩნია.

საუბარია მხოლოდ იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას, გაუგებრობის ან ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად, გადავამოწმებთ ფრენის ბილეთებსაც..

ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, ყველანაირად დავეხმარებით. მშვიდობა ჩვენ და უკრაინას"
, – წერს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის წარმომადგენელი ლაშა ბერეკაშვილი.

ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით ასოციაციის ფეისბუკგვერდზე უკვე იწერებიან მოხალისეები, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლები, რომლებიც სთავაზობენ სხვადასხვა დახმარებას უკრაინელებს.

„ვისაც რა საჭიროება ექნება ისე დავეხმარებით, ვის წამალი სჭირდება, ვის დროებითი თავშესაფარი. ასე გავაკეთეთ ყაზახების შემთხვევაში და მაშინ კარგად იმუშავა. ბევრისთვის შევძელით, მოხალისეების ხელშეწყობით, დახმარების გაწევა",-  ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.