ახალი ამბები
იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი არსად ფუნქციონირებს
FaceBook
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ქუთაისის გარდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი არსად ფუნქციონირებს.

მუნიციპალიტეტებს ცხოველების მოვლის ერთადერთი მექანიზმი გააჩნიათ - ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფენ და ტენდერს აცხადებენ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის  მომსახურების შესყიდვაზე.

სახელმწიფო შესყიდვის გზით გამარჯვებული ორგანიზაცია ზრუნავს ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციასა და შემდეგ მათ ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაზე.

მაგალითად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ცხოველთა მოვლისთვის  49 989 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა,  ინდ.მეწარმე "გელა ნაცვლიშვილმა" გაიმარჯვა, ორგანიზაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში ფუნქციონირებს.

"ორგანიზაციას იმერეთიდან გაყავს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები ოზურგეთში. იქ ხდება მათი კასტრაცია, სტერილიზაცია, დაბირკვა და ისევ უკან დაბრუნება. ასეთი მიდგომა საერთაშორისო ნორმებითაა გათვალისწინებული. დაბირკული ძაღლი ქუჩაში უნდა დაბრუნდეს. ცხოველთა თავშესაფარი არა გვაქვს, ამიტომ ამ ფორმით ვუვლით პრობლემას", - ამბობს წყალტუბოს ჯანმრთელობისა დ ა სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ნათია ჩაკვეტაძე.

იმერეთის თერთმეტივე მუნციპალიტეტის უმეთვალყურეო ცხოველები უმეტესად ოზურგეთის თავშესაფარში ხვდება. თავშესაფარზე მონიტორინგს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ახორციელებს.

"ცხოველებს უშუალოდ ჩვენ არ ვიჭერთ. თუმცა,  ჩვენი წარმომადგენელი ახლავს და თვალს ადევნებს ამ პროცესს. ოზურგეთის თავშესაფარში გადმოდიან ეს ცხოველები, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა და მერე ისევ უკან აბრუნებენ. Ჩვენ, ვაწარმეობთ მონიტორინგს და რეკომენდაციას ვაძლევთ", - ამბობს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ნაჭყებია.

ერთი ძაღლის კასტრაცია - ვაქცინაცია 150 ლარამდე ჯდება.

მუნიციპალიტეტებიდან 20-მდე ძაღლი თვეში ორჯერ ან სამჯერ გაყავთ მიმღებ თავშესაფარში, სადაც უნდა მოხდეს მათი იზოლირება დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით (ბირკით).

ამ ტიპის მოვლა/პატრონობაში, რა პრაქტიკაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებობს, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას ვერ ხედავს  "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას"  ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე.

"საქართველოში კანონმდებლობა არ არსებობს ცხოველთა დაცვის მიმართულებით, არ არსებობს ამ პროგრამებისადმი სწორი პროფესიონალური მიდგომა. შესაბამისად, არ გვარდება ქუჩის ძაღლების პრობლემაც“
, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე.

მუნიციპალიტეტებში არსებული ეს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა, გულისხმობს სტერილიზაცია - კასტრაციას, რამაც ქუჩის ძაღლების რაოდენობა უნდა შეამციროს. თუმცა თეიმურაზ წიქორიძეს ესეც უშედეგო მცდელობად მიაჩნია.

"თვითონ ცხოველთა შემცირების საკითხში ბუნებრივია ერთიანი მიდგომა უნდა იყოს... იმერეთში ცხოველები ვერ შემცირდება, თუკი საქართველოს მასშტაბით არ შემცირდა. ამას სჭირდება სწორი პროგრამა, დახვეწილი კანონმდებლობა და მართვის მექანიზმი... სანამ არ გვეცოდინება რამდენი მიუსაფარი ცხოველია რეგიონების მასშტაბით და რამდენი სტერილიზაცია უნდა გაკეთდეს ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში რომ რაოდენობა არ გაიზარდოს, საკითხი არ მოგვარდება. ძაღლების 80%-ის სტერილიზაცია თუ არ მოხდა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა არ შემცირდება. ამიტომ მუნიციპალიტეტების ძალისხმევით წელიწადში ვთქვათ 200 ძაღლის კასტრაცია მიუსაფარი ცხოველების პრობლემას არ გადაჭრის“, - მიაჩნია თეიმურაზ წიქორიძეს.

მისი ინფორმაციით,  საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი ქუჩის ძაღლია და მათი 70%  არის ოჯახებიდან გამოყრილი ცხოველები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.