ახალი ამბები
ქუთაისში გარემოვაჭრეები, რომლებსაც მუშაობის უფლებას არ აძლევენ, მერთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე ყვავილების გამყიდველებს მერია მუშაობის საშუალებას ისევ არ აძლევს.

მეორე დღეა ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მორიგეობენ პოლიციელები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. დღეს გარემოვაჭრეებს ადგილზე მაგიდებიც აღარ დახვდათ, შესაბამისად, ვერც პროდუქცია გაყიდეს. 


ყვავილების გამყიდველები პრობლემის გადასაჭრელად ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიასთან შიმშილობას დაიწყებენ.

გარემოვაჭრეები აპირებენ, რომ იოსებ ხახალეიშვილს პირადად მოსთხოვონ მუშაობის უფლება, თუმცა, მერი მათთვის სპეციალურად დროის გამოყოფას არ აპირებს და არც პრობლემის გადაჭრის გეგმა აქვს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკა გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს მერთან შეხვედრა მხოლოდ მოქალაქეთა მიღების ფორმატში, წინასწარი ჩაწერის შემდეგ შეუძლიათ.

"მერი იმყოფება იზოლაციაში და ახლა ეს ვერ მოხერხდება. მათ შეუძლიათ, ჩაეწერონ მოქალაქეთა მიღების დღეს და შეხვდნენ. რაც შეეხება ალტერნატიულ შეთავაზებას, ვნახოთ ისინი რას გვეტყვიან",- ამბობს ეკა გრიგოლაშვილი.

ფაქტია, რომ ქუთაისის მერიას პრობლემის გადაჭრის გზად კვლავ გარემოვაჭრეების ბაზარში გადაყვანა მიაჩნია, თუმცა, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ ყოველდღიურად 10 ლარის გადახდა მოუწევთ, რისი საშუალებაც არ აქვთ. 

მერთან შეხვედრამდე, ყვავილების გამყიდველები სავაჭრო ადგილზე მისვლას და მუშაობის გაგრძელებას ყოველდღე შეეცდებიან. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.