ახალი ამბები
ხანდაზმული, რომელიც ძაღლებთან ერთად სარდაფში ცხოვრობს, კლინიკაში გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისში, ხანდაზმული, რომელიც ძაღლებთან ერთად ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ცხოვრობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
თინათინ კახაძე წლებია სარდაფში ცხოვრობს და კეთილი ადამიანების  დახმარების იმედზეა.

გუშინ, 10 თებერვალს მოქალაქეებმა შეუძლო მდგომარეობაში ოთხფეხა მეგობართან ერთად ნახეს , რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

"მიმდინარე წლის 10 თებერვალს, მას შემდეგ რაც შსს-მ განახორციელა მომართვა და აცნობა სააგენტოს ხანდაზმულის ადგილმდებარეობის შესახებ. სააგენტო კვლავ ჩაერთო ხანდაზმულთან ინტერვენციის პროცესში. ბენეფიციარს ჰქონდა სამედიცინო საჭიროება და ის განთავსდა სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის სტაციონარში. სააგენტო გააგრძელებს ინტენსიურ ჩართულობას მისი ინტერესების დაცვის მიზნით", - განმარტავენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ხანდაზმული მოხუცთა თავშესაფარში რამდენჯერმე გადაიყვანეს, თუმცა ის არ გაჩერდა. თუმცა, იგი მაინც თავშესაფრის ბინადრად ითვლება. რის გამოც, მას ამ დროისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს.

"პანსიონატში მოხვედრის შემდეგ, თუ ბენეფიციარს ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, ეხსენება, რადგან მასზე უკვე სახელმწიფო ზრუნავს, ამ ეტაპზე თინათინ კახაძე სოციალური მომსახურების ბაზაში რეგისტრირებული არ არის", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.

ამ დროისათვის ხანდაზმული კლინიკაში , სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.