ახალი ამბები
რუას აბანოების განაშენიანების კონკურსზე ორი განაცხადი შევიდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ რუას აბანოების განაშენიანების კონცეფციის შერჩევაზე გამოცხადებულ კონკურსზე იდეების წარდგენა  დასრულებულია.
წლების განმავლობაში მიტოვებული და უძველესი ბუნებრივი აბანოების  მოწყობაზე მხოლოდ  ორი  განაცხადი შევიდა. 

"კომისიაში განვიხილავთ და ამის შემდეგ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა",
- განმარტავენ მერიაში. 

უძველესი აბანოების კეთილმოწყობაზე  მერიამ  კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა.  

საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით, დაინტერესებულ პირებს უნდა წარედგინათ თავიანთი ხედვა,  როგორც რუას აბანოს განაშენიანებაზე ასევე,  მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობის იდეაც უნდა წარედგინათ.

კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული იდეის ავტორი პრემიის სახით 4 000 ლარს მიიღებს.   

მერიამ კონკურსი  ,,საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ფარგლებში გამოაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ რუას აბანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მოექცა, მანამდე ტერიტორია მიტოვებული და მოუვლელი იყო.

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რუას კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოები მე-12 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავის დროზე, სწორედ რუას წყლის სამკურნალო თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე დასახლების საბაბი.


ამავე თემაზე:

,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რუას ისტორიული აბანოები მოწესრიგდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.