ახალი ამბები
დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები - "საქნახშირის" განმარტება შახტში მომხდარ აფეთქებაზე
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში, სადაც აფეთქებას ერთი ადამიანი შეეწირა, ხოლო 8 დაშავდა, უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული.
ასევე, ადგილი ჰქონდა თანამშრომლების მხრიდან სამუშაოების თვითნებურ გადანაწილებას. 

ამის შესახებ, უბედური შემთხვევიდან რვა დღის შემდეგ,  "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სოცკიმ ჟურანალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"შეუალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება. 

ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას - უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან). 

სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება",
-  განაცხადა მიხეილ სოცკიმ. 

მან ასევე ისაუბრა  კომპანიის მხრიდან საწარმოში უსაფრთხოების ნორმების  მაღალ დონზე დაცულობაზე, რის დასტუარადაც  მას ის  ფაქტი მოჰყავს, რომ მათი სამწლიანი ოპერირების განმავლობაში უბედური  შემთხვევები არ ყოფილა. 

"ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მძიმე შემთხვევებს. შახტების განვითარების გეგმაც სწორედ უსაფრთხოებაზე გაძლიერებული აქცენტით ცხორციელდება. ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ", -აღნიშნა მან. 

31 იანვარს ტყიბულის შახტში  მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფაქტზე ასევე მუშაობს შრომის ინსპექცია, რომლის წარმომადგენლებმა აფეთქების პირველივე დღესვე განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. 

ტყიბულში ქართულ-იკრაინული  კომპანია SIT (Steel International Trading) და კომპანია Coal of Georgia  2019 წელს შევიდნენ. 

ამ კომპანიამ ტყიბულში  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) 12 წლიანი მმართველობა ჩაანაცვლა.

2019 წლის ოქტომბერში მმართველის ცვლილება „საქნახშირში“, 2018-ის ტრაგიკულ წელს მოჰყვა, როცა სამ თვეში, ტყიბულის შახტებსა თუ ღია კარიერზე, ჯამში 12 მეშახტე დაიღუპა. ამ ტრაგედიების ძირითადი მიზეზი მაშინაც მეთანის აფეთქება იყო.

ამავე თემაზე:

ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მინდელის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, სამუშაოები დროებით შეჩერდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.