ახალი ამბები
გაჩერებული ტექნიკა და გადათხრილი სავალი ნაწილი - გადავადებული სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის  გამზირის  სავალი ნაწილის რეაბილიტაცია,  რომელიც 17 თვეა მიმდინარეობს,  ჯერ კიდევ  დაუსრულებელია.
საუბარია ტროტუარებზე, რომელიც  ამ დრომდე გადათხრილი და სამუშაოები გაჩერებულია.


გაჩერებული ტექნიკა აღმაშენებლის გამზირზე


ადგილობრივები  უსასრულოდ  გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეწუხებულები არიან და ამბობენ, რომ უკვე წელიწადი და ხუთი თვეა აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება დისკომფორტთან ერთად საავრიო სიტუაციასაც უქმნით. 

"ტროტუარზე ვერ გაივლი ისეთი ამბავია, არ გვიცოდებენ ადგილობრივებს, წელიწადზე მეტია ხან რა გადათხარეს და ხან რა, ახლა ტროტუარებს მიადგნენ, რომელსაც როდის დაასრულებენ არავინ იცის'',- ამბობს აღმაშენებლის მკვიდრი თამარ გვიშიანი.

"არ ვიცი რას თხრიან ამდენს, რა ვერ დაასრულეს, ეს  გამზირი არის ნათელი სურათი  ადგილობრივი მთავრობის მუშაობის.  ბოლოს და ბოლოს სირცხვილია ქალაქის მერიის", - ამბობენ  ადგილობრივები. 


აღმაშენებლის გამზირი

სამუშაოებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის წარმომადგენელი იმერეთის  რეგიონში ბაქარ ჭეიშვილი ამბობს, რომ სამუშაოების დასრულება  შესაძლოა კიდევ გადავვადეს 

ბაქარ ჭეიშვილი ამბობს, რომ გადავადების მიზეზი უამინდობაა (არადა ზამთარში როგორც წესი, წვიმს, ყინავს და თოვს კიდევაც). 

"წვიმამ შეგვიშალა ხელი. წესით მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს, მაგრამ უამინდობის გამო შეიძლება კიდევ გადაიწიოს. ყველა შემთხვევაში სამუშაოები გაზაფხულზე  დასრულდება", - ამბობს ბაქარ ჭეიშვილი. 

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის მსგავსად, დაუსრულებელ სამუშაოებს  (ზამთრის) უამინდობას და წინა კომპაანის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებს ასახელებს  შპს „საქმილსადენმშენის“ დირექტორი ავთანდილ ლომთაძე.

"ყოველ დღე თოვაა და  რა ვქნათ? ამის გარდა , წინა კომპანიას არასწორად ქონდა სამუშაოების გაკეთებული და ხელახლა მოგვიწია გაკეთება. სხვა კომპანიის ნაცვალდ პასუხს  მე ხომ ვერ ვაგებ? სამუშაოების დასრულების ვადად გვაქვს მითითებული 31 მარტი და იმედია ამ დროისათვის დავასრულებთ",
- ამბობს  ავთანდილ ლოთაძე. 

###

აღამშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი  2020 წლის აგვისტოში გამოაცხდა.

სამუშაოების შესყიდვის სურვილი სამმა კომპანიამ (შპს კომპანია ბლექ სი გრუპი, დაგი+ და ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია "აკკორდ"-ის წარმომადგენლობამ გამოთქვა. ტენდერის გზითვე, სამუშაოებზე პასუხისმგებლობა "აკკორდ ჯორჯიამ" აიღო.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში დაიდო. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ 7 373 275 ლარის სანაცვლოდ აიღო ვალდებულება, რომ 7 თვეში მოაწესრიგებდა 3 კილომეტრიან გამზირს. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოების ეტაპები და გრაფიკი. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ დამატებითი დრო (ერთი თვე) მოითხოვა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციით ირკვევა, ვადის გადაწევის მიზნით, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ორჯერ შევიდა. ორივე ჯერზე კომპანია დროს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ითხოვდა. გადავადების მიუხედავად, კომპანიამ ვერც ერთხელ შეძლო განსაზღვრულ ვადაში ჩატევა, რის გამოც კომპანია სახელმწიფომ 187 281 ლარით დააჯარიმა.

დაკისრებული პირგასამტეხლოსა და გადავადებული სამუშაოების მიუხედავად, აღმაშენებლის გამზირზე ,,აკკორდ ჯორჯიამ" მაინც ვერ უზრუნველჰყო ვალდებულების შესრულება. ამიტომ, საგზაო დეპარტამენტმა კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ივლისში შეწყვიტა. შესაბამისად, "აკკორდ ჯორჯიამ" 11 თვის განმავლობაში სამუშაოების მხოლოდ 16 % პროცენტი შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 373 275 ლარიდან, მხოლოდ 1 210 550 მიიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.