ახალი ამბები
"სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით" - შრომის ინსპექცია
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, სადაც აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა, დარღვევები აღმოაჩინა.

პირველადი შეფასებით, შახტში სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, კონკრეტულად, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, საამფეთქებლო სამუშაოები კი ტექნიკური ხელმძღვანელის ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა.

,,პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. ასევე დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა'',
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის პირველადი შეფასება გააკეთა შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მაია მიქაიამაც, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

"პირველადი მონაცემებით, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოების შეჩერების შესახებ. რაც შეეხება მოკვლევის პროცედურას, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებელთან, დასაქმებულებთან და დაშავებულებთან გასაუბრებას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ დასკვნა კონკრეტულად უსაფრთხოების რომელი ნორმის დარღვევას ჰქონდა ადგილი,"- განაცხადა მაია მიქაიამ.


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქება წუხელ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა, მაშინ ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.



ამავე თემაზე:


ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მინდელის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, სამუშაოები დროებით შეჩერდება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.