ახალი ამბები
"ნაციონალურ მოძრაობას" ფრაქცია "ერთობა ქუთაისის" შექმნაზე უარი უთხრეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობიდან", სხდომაზე ახალი ფრაქციის შექმნა მოითხოვეს.

მათ ფრაქცია "ერთობა ქუთაისს" დაფუძნება სურდათ, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განმარტებით, კანონი ამას აღარ ითვალისწინებს.

"რეგლამენტის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ორგანულ კანონს, არც ერთ პარტიას საკრებულოებში ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვს",
- განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ.

ოპოზიციის შეფასებით, კანონის ეს ჩანაწერი პოლიტიკურად არის მოტივირებული, რაც პარტიებს საკრებულოებში მუშაობის უფლებას უზღუდავს.

ქუთაისის საკრებულოში ორი ფრაქცია: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი.

კანონში შესაბამისი ცვლილება, რომელიც პარტიას საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს, გასულ წელს შევიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.