ახალი ამბები
ქუთაისში მოქალაქემ პროკურატურასთან თვითდაზიანება მიიყენა
FaceBook

 

ქუთაისში, პროკურატურის შენობასთან მოქალაქემ თვითდაზიანებები მიიყენა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მზია მამრიკიშვილმა, ხელები ბასრი საგნით მას შემდეგ დაისერა, რაც მას ადგილზე შიმშილობის დაწყებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცეს.

მოქალაქე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა სოფიო სურგულაძემ მისი კუთვნილი ერთ კილომდე ოქრო მიითვისა და ახლა მას შესაბამისი უწყებები ხელს აფარებენ.

მზია მამრიკიშვილი წლების განმავლობაში "ოქროს ბირჟაზე" მუშაობდა. მისი მონაყოლის მიხედვით, 2010 წელს მას სოფიო სურგულაძემ ამავე სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა და წლინახევრის განმავლობაში ისინი ოქროს რეალიზაციაზე ერთად მუშაობდნენ. მზია მამრიკიშვილი ყვება, რომ მას ამ დროს ერთ კილოგრამამდე ოქრო ერთ-ერთ ბანკში ჰქონდა დალომბარდებული, რომლის გადატანაც სოფიო სურგულაძემ სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, შედარებით დაბალ პროცენტში შესთავაზა. მამრიკიშვილმა სურგულაძეს ოქროს გატანის შესახებ მინდობილობა გაუფორმა, სურგულაძემ კი ლომბარდიდან გატანილი ოქრო მიითვისა.

"მითხრა, მე გადაგიტან სხვაგან მაგ ოქროსო, გავუფორმე მინდობილობა გატანის უფლებით, გაიტანა ჩემი ოქრო და ამის შემდეგ სამი თვე აღარ ჩანდა, ამასობაში, გაუვიდა ვადა ჩვენს შორის გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას და მე ვიჩივლე პროკურატურაში. ის ამ დრომდე არის სუსის მოქმედი თანამშრომელი და რა თქმა უნდა ხელს აფარებენ", - აცხადებს მზია მამრიკიშვილი.

ქუთაისიპოსტი სოფიო სურგულაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

 

Print