2021 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო გავიდა
13:08 / 18.01.2022
ქართულმა ღვინომ, ბრენდმა, ჭაჭამ
და სხვა ალკოჰოლურმა სასმელებმა გასულ წელს ექსპორტის
შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი აჩვენა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს თანხა 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე
და კიდევ უფრო მეტი - 142%-ით გაზრდილია 2012 წელთან
შედარებით.
სააგენტოსვე ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62
ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო,
რაც, როგორც აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში
ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით
მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
როგორც სააგენტოში ირწმუნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ
გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი 359 %-ით აღემატება 2012
წლის ექსპორტის მაჩვენებელს.
გარდა ღვინისა, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში
გავიდა 42,2 მლნ ბოთლი ბრენდი, ასევე 1 მილიონი ბოთლი ჭაჭა.
2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს
აღწევს, ბრენდით მიღებულმა შემოსავალმა კი 78,3 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა.
ქართულ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე
მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება პოლონეთში - 34%, ჩინეთში
- 29% აშშ-ში - 19%, გერმანიაში -
28% და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში.
2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილი შემცირდა.
სამაგიეროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის
ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ
ბოთლს.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები