ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო, იმერეთის, ლენტეხისა და ლეჩხუმის გზებზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
დიდთოვლობის გამო,  იმერეთის, ლენტეხისა და ლეჩხუმის  გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია ვანი-სულორის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მოძრაობა ნებადართული არ არის არც  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, აქ გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის შესაძლებელი. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

შეზღუდვა მოქმედებს საჩხერე-ონისა და ალპანა-ცაგერის გზაზეც, სადაც  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილიც.

შეზღუდვები ასევე დაწესებულია ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას, ბაღდათი-საირმე, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული და  ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


Print