ახალი ამბები
17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცება
FaceBook
ორშაბათიდან, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს აღარ მოემსახურებიან.

17 იანვრიდან სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება. გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები.

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა, რომელიც 200 ლარს შეადგენს.

სააგენტოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ უკვე აცნობეს და განუმარტეს, რომ სამუშაოს მოთხოვნის შესრულებამდე არ დაუბრუნდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ითხოვენ დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.


სოციალური მომსახურების ცენტრები იფიცებიან:

იმერეთში: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
თბილისში: ყველა რაიონი;
აჭარაში: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
კახეთში: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
გურიაში: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
სამეგრელო-ზემო სვანეთში: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მესტია;
მცხეთა-მთიანეთში: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
სამცხე-ჯავახეთში: ბორჯომი;
შიდა ქართლში: გორი, ქარელი;
ქვემო ქართლში: დმანისი.
იმერეთში: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
თბილისში: ყველა რაიონი;
აჭარაში: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
კახეთში: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
გურიაში: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
სამეგრელო-ზემო სვანეთში: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მესტია;
მცხეთა-მთიანეთში: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
სამცხე-ჯავახეთში: ბორჯომი;
შიდა ქართლში: გორი, ქარელი;
ქვემო ქართლში: დმანისი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.