ახალი ამბები
იმერეთის, ლენტეხისა და ცაგერის გზებზე შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა შეიზღუდა ნაქერალას უღელტეხილსა და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც. მოძრაობა ასევე აკრძალულია ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას, საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.


Print